ჩვენ შესახებ

ჩვენ ვქმნით ინტერიერის დიზანს და ვანხორციელებთ შიდა საპროექტო მომსახურეობას როგორც საცხოვრებელი, ასევე საოფისე, სავაჭრო და კომერციული ფართებისთვის.

 

 

    ჩვენი მომსახურება მოიცავს:

 

◉ ობიექტზე ვიზიტს, მის აზომვას და დასურათებას; 

 

◉ შიდა ტიხრების დაგეგმარებას; 

 

◉ ავეჯის ზოგადი განლაგების დაგეგმარებას; 

 

◉ 3D ვიზუალიზაციას შესაბამისი ესკიზებით; 

 

◉ საპროექტო ნახაზების მომზადებას (სანტექნიკა, ელექტროობა, და ა.შ.); 


◉ სარემონტო და ავეჯის მასალების შერჩევას; 

 

◉ რემონტის პროცესზე მეთვალყურეობას. 

 

 

   ჩვენს მიერ შექმნილი დიზაინ-პროექტი ითვალისწინებს:  

 

◉ თქვენი ფართის რაციონალურად ზონირებას და მის ერგონომიულ გამართულობას; 

 

◉ თქვენს ხედვასთან შესაბამის, კონცეპტუალურ დიზაინს;

 

◉ მაღალი ხარისხის, ფოტორეალისტურ ვიზუალიზაციას; 

 

◉ ტექნიკურად გამართულ სამუშაო ნახაზებს; 

 

◉ პრაქტიკულად შესრულებად სარემონტო სამუშაოებს - რეალური, ხელმისაწვდომი მასალებით.

 

ჩვენი მიზანია, რომ თითოეული ჩვენი დამკვეთისთვის შევქმნათ პრაქტიკულად რეალიზებადი, ტექნიკურად და ერგონომიულად გამართული პროექტი, გამორჩეული დიზაინით, რომელიც იქნება თქვენი კომფორტის წყარო წლების განმავლობაში!